
პროფესიულ მასწავლებლებთან შეხვედრა.
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციამ გამართა შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.
შეხვედრაზე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხათუნა მაისაიამ, ისაუბრა ახალი სასწავლო წლის ძირითად მიმართულებებზე და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი საკითხები და პრიორიტეტები, სასწავლო პროცესის ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვის მიზნით.




თეგი:WordPress



