
მინი ფეხბურთის ტურნირი
საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის ტურნირში ღირსეული მონაწილეობა მიიღო და საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ ფინალური შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა, ვამაყობთ სტუდენტების მონდომებით, გუნდური სულისკვეთებითა და ღირსეული ასპარეზობით.
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა ყოველთვის მიესალმება სტუდენტებში სპორტული აქტივობების დაგეგმვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილე პროფესიულ სტუდენტს:
გიორგი მდინარიძე
ლაშა გველესიანი
ტატო საათაშვილი
ლუკა ბუჩაშვილი
ანდრეი დოლბაია
იური შამიანი
არმენ არუთინოვი
ბადრი ნაწიფაშვილი








თეგი:WordPress



