ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა რეგიონული სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პერსონალის განათლებისა და რეგულირების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა …
უპრეცედენტო მასშტაბის ინოვაციური ნაბიჯი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში! AI აკადემია და საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აერთიანებენ რესურსებს და ერთობლივი ძალისხმევით თბილისში ხელოვნური ინტელექტის ჰაბს ქმნიან. მხარეებს შორის უკვე ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. AI კურსების დაწყებამდე, აკადემიისა და კოლეჯის წარმომადგენლებმა სამუშაო გარემოში, უშუალოდ …
მიმდინარე წლის 9 მარტს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დასაქმების ხელშეწყობა და სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციის გაადვილება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს გააცნეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტაჟირებისა და პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები. შეხვედრაზე განხილულ იქნა …
მიმდინარე წლის 12–15 იანვარს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა მონაწილეობდა სამუშაო ვიზიტში ექთნების საერთაშორისო საბჭოს (ICN) შტაბბინაში, ჟენევაში, ორგანიზებული ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანების მიერ. საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აღნიშნულ ვიზიტში იყო წარმოდგენილი როგორც პარტნიორი საგანმანათლებლო ორგანიზაცია. აღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობა მიიღო საექთნო საქმის პროგრამის ხელმძღვანელმა …
საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას საახალწლო ღონისძიება. რესტორან თავადურში გაიმართა საახალწლო წვეულება, სადაც მიწვეულნი იყვნენ პროფესიული სტუდენტები, პროფესიული მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. ღონისძიებას უძღვებოდა წამყვანი, რომელმაც მრავალფეროვანი აქტივობებითა და წამახალისებელი გათამაშებებით შექმნა მხიარული და აქტიური გარემო. გათამაშებაში გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები. საზოგადოებრივი კოლეჯი …
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – სამკერვალო წარმოების პროფესიული სტუდენტების და კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი სამოსის სასწავლო ჩვენება.
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ფინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორი და ადმინისტრაციის წევრები. ვიზიტის მიზანი იყო ფინეთის საგანმანათლებლო მოდელის უფრო ღრმად გაცნობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციის წევრები ფინეთში ესტუმრნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და …
მიმდინარე წლის ივლისის თვეში, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში, საგანმანათლებლო პროგრამა საექთნო საქმის დამამთავრებელი კურსის პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ საკვალიფიკაციო გამოცდები (თეორიული და პრაქტიკული კომპონენტი). პრაქტიკული კომპონენტი ჩატარდა სიმულაციურ გარემოში, გამოცდას ესწრებოდნენ კლინიკებიდან მოწვეული დარგის სპეციალისტები. საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა ულოცავს კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით …
მიმდინარე წლის 10-11 ივნისს საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას საექთნო საქმის პროფესიული სტუდენტები ეწვივნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს, სადაც პროფესიულმა სტუდენტებმა დაათვალიერეს უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები, უძველესი სამედიცინო იარაღები, ხელნაწერები და მედეას ეპოქის მედიცინის მასალები. ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და სიურპრიზებით სავსე — …
მიმდინარე წლის 11 აპრილს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ფეხბურთის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სპორტულ ფესტივალში და აღმოსავლეთ ლიგის 1/8 ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით, სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის“ სახელობის კოლეჯისა და სსიპ კოლეჯ „მოდუსის “ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა სპორტის …










