
სამუშაო ვიზიტი ფინეთში
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ფინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორი და ადმინისტრაციის წევრები.
ვიზიტის მიზანი იყო ფინეთის საგანმანათლებლო მოდელის უფრო ღრმად გაცნობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.
საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციის წევრები ფინეთში ესტუმრნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სასწავლო ცენტრებს, სადაც ჩატარდა სემინარები ფინური განათლების საფუძვლებსა და მიდგომებზე.
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა აგრძელებს პროფესიულ ზრდას და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.















