2017 წლის 21 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“, რომლის ორგანიზატორიც იყო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის და ჯ.ბ აუდიტი. ტრენინგს კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორი ბ-ნი ვასილ კიკნაძე და ბუღალტერი ქ-ნი მაკა იოსელიანი.
მონაწილეებს მიესალმა ჯ.ბ აუდიტის დამფუძნებელი ბესიკ ჯობავა. ვორქშოფს უძღვებოდა კომპანია ჯ.ბ აუდიტის ტრენერი აუდიტორი მარიამ ფიცხელაური. მუშაობის პროცესში განიხილეს მოგების გადასახადის ახალი მოდელი და შესრულდა პრაქტიკული მაგალითები. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ღონისძიებას საქართველოს ბიზნესის აკადემიამ უმასპინძლა.