ამა წლის 13-14 აპრილს სასტუმრო კომპლექს „ბაზალეთში“ ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა შრომით ურთიერთობებში" .სემინარის ორგანიზატორი გახლდათ პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროფესიულ, საზოგადოებრივ კოლეჯებში და უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებულები, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ადმინისტრაციიის თანამშრომლები ნათია ბიწაძე და ნათია ხინჩაგაშვილი. გადამზადების მთავარი საკითხი იყო "შრომის კანონმდებლობა და დასაქმებულთა უფლებები".
შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პროფკავშირების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქ-მა რაისა ლიპარტელიანმა.
სემინარის მუშაობას ხელმძღვანელობდა ს.პ.კ.გ. თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა კომიტეტის ლიდერი ეთერ მათურელი.