
“მაგისტრი მასწავლებლის” საპატიო წოდების მინიჭების ცერემონია
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ გაიმართა “მაგისტრი მასწავლებლის” საპატიო წოდების მინიჭების ცერემონია.
„მაგისტრი მასწავლებლის“ წოდება მიენიჭათ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიულ მასწავლებლებს: ნინო ჩომახაშვილს, ინგა ბაქრაძეს, ნაზი კაშეიშვილს და თეა გუბელაძეს. აღნიშნული წოდება წარმოადგენს მათი პროფესიული განვითარების, მრავალწლიანი შრომისა და საგანმანათლებლო პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღიარებას.
ვულოცავთ მათ ამ წარმატებას, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მასწავლებლის როლის მნიშვნელობას და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვას.
მადლობას ვუხდით საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას ამ ინიციატივისათვის.








თეგი:Course



