გალერეა
4 იანვარი 2012
რუსთავი 2

 

მთავარი
სიახლეები
18:04 / 17 ივნ. '13
ქველმოქმედების დღე 2013

15 ივნისს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში „ქველმოქმედების დღე 2013“ გაიმართა.

საღამოს ორგანიზატორი საერთაშორისო დემოკრატიის განვითარების ცენტრი იყო.

პროექტის ფარგლებში დაჯილდოვდნენ კომპანიები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და ის სატელევიზიო გადაცემები, რომლებმაც წლების განმავლობაში მოსახლეობის დახმარებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

საერთაშორისო დემოკრატიის განვითარების ცენტრმა საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა"  ქველმოქმედის სტატუსით დააჯილდოვა; დაჯილდოებულებს შორისაა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" და ტელეკომპანია "იმედი" - გადაცემა "იმედის გმირები", ლუდის კომპანია "ზედაზენი", კომპანია "ბარამბო", "ვისოლი".

პროექტი ემსახურება იმ ადამიანებისა და კომპანიების წახალისებას, რომლებიც წლების განმავლობაში ზრუნავდნენ   თავიანთ თანამოქალაქეებზე და ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-05-13 17:33:23