სიახლეები

10:50 / 01 აპრ. '24
სტუდენტური ეზო
პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "სტუდენტური ეზო ექსტრაკურიკულური აქტივობებისთვის" განხორციელების ფარგლებში, კოლეჯ პანაცეას სტუდენტურ ეზოში მიმდინარეობს სტუდენტური კლუბებისთვის ეზოს მოწყობა.
აღნიშნულ სამუშაოებში კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და პროფესიულ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებენ საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტები.
პროექტის ფარგლებში სტუდენტურ ეზოს ესტუმრა პროფესიული უნარების სააგენტოს ექსტრაკურიკულური აქტივობების კოორდინატორი, კლეოპატრა ქარუმაშვილი.
არტ თერაპიის კლუბის წევრების მიერ მოიხატა სტუდენტური ეზოს კედლები.
მწვანე კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს დანერგვით სამუშაოებში.

 

© Copyright 2020 College Panacea