სიახლეები

18:03 / 19 თებ. '24
შეხვედრა სტუდენტთა დასაქმების მიზნით

საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სტუდენტთა პროფორიენტაციის და დასაქმების მიზნით, ესტუმრნენ მრავალპროფილური, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები, რომლის გახსნაც 2025 წლის დასაწყისში იგეგმება, მათ აქვთ  საუკეთესო პირობები ექთნებისთვის:

 

  1. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც დაინტერესდებიან მათთან თანამშრომლობით, მოტივაციის გაზრდის მიზნით მიიღებენ გარკვეული სახის წახალისებას სწავლის განმავლობაში.
  2. შერჩეული კადრები, სრული დაფინანსებით გაივლიან სტაჟირებას ბელარუსში ან იტალიაში. ამისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ სტუდენტი ფლობდეს რუსულ ან ინგლისურ ენას საბაზისო დონეზე.
  3. ცოდნის ამაღლების მიზნით, სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავს  ევროპელ ქირურგთა საზოგადოების პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი გიორგობიანი, ისეთ თემებზე როგორებიცაა: ანტისეპტიკა, ასეპტიკა, შოკი, კომა, რეანიმაცია, სისხლის გადასხმა და სხვა.
  4. დღესდღეობით ქვეყანაში არსებულ მედდის სახელფასო სტანდარტთან შედარებით 10-12 %-ით მაღალი ანაზღაურება.

© Copyright 2020 College Panacea