სიახლეები

15:49 / 28 ნოე. '23
ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა
განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითრების ქვეპროგრამის მხარდაჭერით , პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარებული ტრენინგის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე თეა მელაძე ესწრებოდა.
ტრენინგის ფარგლებში, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა და წინ უძღვოდა შემაჯამებელ შეხვედრას, ყურადღება გამახვილდა ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმებზე, არსებულ სამართლებრივ პროცესებსა და რეგულაციებზე, ასევე, ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებსა და ინტეგრირებული EQAVET ინდიკატორების საშუალებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძემ.
ტრენინგის შემაჯამებელი შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, სადაც ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირებმა იმსჯელეს განვლილი ტრენინგის თემატიკებთან მიმართებით და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელ პირებს, ტრენინგის წარმატებით გავლის სერტიფიკატები გადაეცათ.
მადლობა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებს, კოლეჯების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერისათვის.

© Copyright 2020 College Panacea