სიახლეები

09:29 / 23 ნოე. '23
სტუდენტური ეზო ექსტრაკურიკულური აქტივობებისთვის
საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯთან პარტნიორობით გაიმარჯვა უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ექსტრაკურიკულური აქტივობების დაფინანსების კონკურსში პროექტით "სტუდენტური ეზო ექსტრაკურიკულური აქტივობებისთვის", პროექტის ერთ-ერთი ამოცანის თანახმად კოლეჯი პანაცეას მიერ პარტნიორი კოლეჯის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი ეზოს დიზაინის შექმნის მიზნით. 2023 წლის 22 ნოემბერს კოლეჯს საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მაბაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯიდან ეზოს დათვალიერების და მონაცემების შეგროვების მიზნით ეწვივნენ კონკურსით დაინტერესებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "ბაღის დიზაინის" სტუდენტები. ვიზიტის დროს მოხდა პროექტის კონცეფციის, მოთხოვნებისა და მოლოდინების სტუმრებისთვის გაზიარება.

© Copyright 2020 College Panacea