სიახლეები

21:12 / 19 ივლ. '23
საკვალიფიკაციო გამოცდები
მიმდინარე წლის ივლისის თვეში, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში საგანმანათლებლო პროგრამის- საექთნო საქმე მესამე სასწავლო წლის პროფესიული სტუდენტებისათვის ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდები (თეორიული და პრაქტიკული კომპონენტი).
პრაქტიკული კომპონენტი ჩატარდა სიმულაციურ გარემოში დარგის სპეციალისტების მიერ, გამოცდებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, პროფესიულმა სტუდენტებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები, მათ აჩვენეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მიიღეს თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიული განვითარების გზაზე

© Copyright 2020 College Panacea