სიახლეები

11:24 / 09 სექ. '23
ვიზიტი ზალცბურგში
2023 წლის აგვისტოს თვეში, საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, კლინიკა პინეო ეკოსისტემის მთავარი ექთანი, TOT, ლეილა ვოსკანიანი და კლინიკური მოდულების განმახორციელებელი, პროფესიული მასწავლებელი, ამერიკული ჰოსპიტალი “თბილისის” განათლებისა და აკრედიტაციის საექთნო დეპარტამენტის დირექტორი, პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენერი ნინო სვანიძე , მიწვევით იმყოფებოდნენ ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში, ამერიკულ-ავსტრიული ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე--პალიატიური დახმარება. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი სემინარზე განხილულ საკითხებში. წარადგინეს პრეზენტაცია და დაჯილდოებულ იქნენ სერთიფიკატებით.და ELNEC-ის ჯგუფის წევრის სამკერდე ნიშნებით. გვინდა წარმატება ვუსურვოთ ჩვენს პროფესიულ მასწავლებლებს, ლიდერ ექთნებს, მათ შემდგომ საქმიანობაში, კერძოდ, პალიატიური ავადმყოფის მოვლის კუთხით ,საექთნო პერსონალის მომზადება/გადამზადების საქმეში;

© Copyright 2020 College Panacea