გალერეა
15 აპრილი 2016
პროფესიული განათლების ფესტივალი

 

მთავარი
სიახლეები
00:01 / 10 დეკ. '12
ბიზნესის მეორე საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია

05-08 დეკემბერს გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, გაიმართა კავკასიის პარტნიორული პროექტის ფარგლებში „ბიზნესის მეორე საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია“ . კონფერენციის ორგანიზატორი იყო გერმანიის „დამსაქმებელთა ასოციაცია ნორდმეტალი“. კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის დელეგაციები. საქართველოს დელეგაციაციის წევრები იყვნენ : განათლების და მეცნიერების სამინისტროს; „საქართველოს დამსაქმებელთა (მეწარმეთა) ასოციაციის“; კერძო საზოგადოებრივი კოლეჯების - „პანაცეა“, „საქართველოს ბიზნესის აკადემია“, „გეორგიას“; სააფთიაქო ქსელი „პსპ“-ეს და „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის“ წარმომადგენლები. კონფერენციის მსვლელობისას მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილებები, მოისმინეს პრეზენტაციები დუალური განათლების სისტემისა და პროფესიულ განათლებაში ბიზნესის ჩართულობის ინიციატივის შესახებ. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს და გაეცნენ დუალური სისტემის მოდელის პრინციპს „როსტოკის პროფესიული ცენტრის“ მაგალითზე.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-05-13 17:33:23