გალერეა
10 დეკემბერი 2012
ბიზნესის მეორე საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია

 

მთავარი
სიახლეები
19:47 / 14 დეკ. '19
ტრენინგი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

13 დეკემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ჩატარდა ტრენინგი კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, 2019 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და კვარტალური დაფინანსების შესახებ. ტრენინგს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეად დირექტორი ბ-ნი ვასილ კიკნაძე და რეესტრის მწარმოებელი თინათინ ქერდიყოშვილი დაესწრნენ.
ტრენინგის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ განმარტებები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მათი შემადგენელი მოდულების, პროფესიული სტუდენტების ასახვისა და „დაფინანსების“ მოდულში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის სისწორის დადასტურების შესახებ.
ასევე, განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის N244 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებში“ განხორციელებული ცვლილებები.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2020-01-26 19:13:00