20:09 / 12 აპრ. '19 კონფერენცია თემაზე - „ტრანსვერსული უნარების განვითარება" 2019 წლის 12 აპრილს სასტუმროში „ჰოლიდეი ინ”-ში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე - „ტრანსვერსული უნარების განვითარება - თანმშრომლობის მექანიზმები ფორმალური და არაფორმალური განათლების ინსტიტუტებს შორის“. კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - „ახალგაზრდები ცვლილებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ (Save the Children International) მიერ ფონდთან პარტნიორობით და წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამის - EU4Youth - ნაწილს. ღონიძიებას საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე დაესწრო.
|