გალერეა
10 აპრილი 2016
ტრენინგი თემაზე, „კარიერული განათლება და დაგეგმვა“

 

მთავარი
სიახლეები
23:01 / 03 ივლ. '12
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან

    მიმდინარე წლის 3 ივლისს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შედგა შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაგეგმილი  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის პროექტის გასაცნობად. შეხვედრას ესწრებოდნენ  ევროკავშირის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  და დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები. პროექტი მიზნად ისახავს რამდენიმე მიმართულების პროფესიული სტანდარტის და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მაგალითზე სტანდარტებისა და პროგრამების შექმნის მეთოდოლოგიის შემუშავებას.      

   შეხვედრას ესწრებოდნენ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი  ლალი ღოღელიანი; ETF-ის ეროვნული კოორდინატორი ანი ქიტიაშვილი, დამსაქმებელა ასოციაციის  ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია,  საზოგადოებრივი კოლეჯების „პანაცეა“, „გეორგია“ და „საქართველოს ბიზნეს აკადემიის“  წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი  მიიღონ აქტიური მონაწილეობა პროექტის  განხორციელების პროცესში .

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2018-12-24 13:10:37