გალერეა
19 ივნისი 2013
პროექტების მართვის ტრეინინგი

 

მთავარი
სიახლეები
09:58 / 27 ოქტ. '18
„ზუსტად იქ ვმუშაობ, სადაც მინდა რომ ვმუშაობდე“ – პროფესიული განათლება, როგორც ოცნების ახდენის გზა

 

საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“  კურსდამთავრებული თამარ კომლაძე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიული განათლების მიღებით კარიერული ოცნება აიხდინო და  რომ ეს რეალური და ხელშესახებია.

თამარი სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ საექთნო დეპარტამენტის კოორდინატორია. ანუ, დირექტორის მოადგილე. საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ საექთნო პროგრამა გაიარა და  მისი კარიერაც სწორედ აქედან იწყება.

მისი თქმით, რომ არა პროფესიული განათლება, მას არ ექნებოდა ისეთი წარმატებული კარიერა, როგორიც ახლა აქვს და როგორზეც ბავშვობიდანვე ოცნებობდა, მაშინ, როცა მუდმივად ექიმობანას თამაშობდა და თავად მუდმივად ექიმი იყო, ოჯახის წევრები კი – პაციენტები.

თამარს არაერთი შემოთავაზება აქვს უცხოეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან თუ ამერიკიდან მათთან სამუშაოდ გადასვლის თაობაზე, თუმცა ამბობს, რომ ამ შეთავაზებებს არც კი განიხილავს, რადგან საქართველოში აკეთებს საყვარელ საქმეს მისთვის ყველაზე სასურველ ადგილას.

იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეას” პროფესიული პროგრამები

ჩვენ მას მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში შევხდით, რომელიც მისი ერთ-ერთი სამუშაო სივრცეა – ერთ-ერთი კლინიკა „ევექსის“ სამედიცინო კორპორაციიდან.

თამარ კომლაძე: პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია, არასოდეს მიკითხავს ჩემი თავისთვის რა პროფესიის გამოვიდე-მეთქი, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ ექთნობა მინდოდა. ღრმა ბავშვობიდანვე ჩემი მთავარი ინტერესის სფერო ეგ იყო. შესაბამისად, ჩვენს ოჯახში არასოდეს განხილულა რა პროფესიის უნდა ვყოფილიყავი. მთელი ბავშვობა ექიმობანას ვთამაშობდი, მქონდა ექიმის წითელ ჯვრიანი ჩანთა, ჩემი ოჯახის წევრები პაციენტები იყვნენ და მუდმივად ამით ვიყავი დაკავებული. ასე რომ, როდესაც სკოლა დავასრულე და კოლეჯში ჩაბარების დრო დადგა, მხოლოდ იმას ვარჩევდი რომელ კოლეჯში ჩამებარებინა და არა იმას, თუ რა სპეციალობა ამერჩია.

რატომ შეაჩერეთ არჩევანი პანაცეაზე?

–ვიცოდი, რომ ყველაზე ძველი, სტაბილური და ცნობილი კოლეჯი იყო. სხვებმაც მირჩიეს. ისეთმა ადამიანებმა გაუწიეს რეკომენდაცია, რომ ეჭვი არ შემიტანია. როცა მივედი, დავრწმუნდი, რომ ყველაფერი სიმართლე იყო.

სამწლიანი კურსი მოიცავდა თეორიულ სწავლებასაც და პრაქტიკასაც. ყველა იმ საგანს გავდიოდით, რაც საექთნო საქმეს უკავშირდება.

როგორ განვითარდა თქვენი კარიერა კოლეჯის დასრულების შემდეგ?

–კოლეჯის დასრულების შემდეგ თავდაპირველად მუშაობა ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეირო-რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის ბლოკში, ექთნად დავიწყე. იქ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე პროფესიული, კარიერული თვალსაზრისით. მუშაობა ყველაზე რთულ და საინტერესო განყოფილებაში მომიწია. კოლეჯში ნასწავლი მასალა პრაქტიკულად გამყარდა. იქ სამი წელი ვიმუშავე. შემდეგ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრ „ბოლითში“ ვმუშაობდი მთავარ ექთნად. ამავდროულად, „ევექსში“ ექთნებისათვის ტრენინგებს ვატარებდი. 2014 წლიდან „ევექსში“ სრულად გადმოვედი, როგორც მთავარი ექთანი. 2016 წლიდან კი უკვე ქსელის კოორდინატორი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაბარია მთელს „ევექსის“ ქსელში (74 კლინიკაში) მომუშავე 4 ათასზე მეტი ექთანი. მიწევს ასევე ვაკანსიების კოორდინირება და იმ სტაჟიორების, რომლებიც ევექსის ტრენინგ-ცენტრში სწავლობენ. ეს ცენტრი უწყვეტ რეჟიმში ამზადებს როგორც შიდა თანამშრომლებს, ისე ახალ კადრებს, რომელთაც უნდათ ჩვენთან დასაქმდნენ. მათ შორის ვატრენინგებთ „პანაცეას“ სტაჟიორებსაც, ვასწავლით საექთნო მანიპულაციებს დაშემდეგ ჩვენთან ვასაქმებთ.

თავადაც ვარ ერთ-ერთი ტრენერი. ჩემი უშუალო მოვალეობა კადრების კოორდინირებაა. უზრუნველვყოფ, რომ სადმე კადრების დეფიციტი არ შეიქმნას. გაგიკვირდებათ და ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ სამუშაო ადგილებზე სულ მოთხოვნაა და საკმაოდ ბევრი სამედიცინო კოლეჯი არსებობს, მაინც მუდმივად კადრების დეფიციტია. ეს ყოველდღიური საზრუნავია. თითოეული ექთნისა და სტაჟიორის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ყოველდღიურად ჩემთან იყრის თავს. 2016 წლის შემდეგ, ვინც კი თბილისის მასშტაბით ჩვენს ქსელში დასაქმებულა, ყველამ ჩემს ხელში გაიარა.

რა როლი ითამაშა კოლეჯმა და ზოგადად პროფესიულმა განათლებამ თქვენს პროფესიულგანვითარებაში?

–„პანაცეაში“ დავრწმუნდი, რომ პროფესია სწორად მქონდა არჩეული და ზუსტად იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა მეკეთებინა. ბევრი რამ მივიღე ამ კოლეჯიდან. ვფიქრობ, რომ არა ეს კოლეჯი, ჩემი კარიერა ალბათ ასე არ განვითარდებოდა.

ალბათ, ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც გაკისრია და რომლის გარეშეც ამ სფეროში ვერ იმუშავებ.  გჭირდება როგორც კვალიფიკაცია, ცოდნა, განათლება და გამოცდილება, ისე პასუხისმგებლობა. პაციენტის წინაშე მართალი უნდა იყო. თუ ამ პროფესიას ზერელედ უყურებ და პაციენტი არ გიყვარს, სამედიცინო სფეროს ვერ მოერგები.

თუმცა, თეთრ ხალათს რომ იცვამ, ის თავს განსხვავებულად გაგრძნობინებს. განსაკუთრებული ხდები. ხანდახან ყველას ცხოვრებაში არის დღე, როცა დემოტივირებული და უხასიათო ხარ, მაგრამ საკმარისია ფორმა ჩაიცვა, რომ უკვე სულ სხვა ადამიანად გრძნობ თავს.

იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეას” პროფესიული პროგრამები

ვინაიდან თქვენ არჩევთ კადრებსითვალისწინებთ მხოლოდ მათ პროფესიულ უნარებსთუპიროვნულ თვისებებს და იმასაცთუ რამდენად თბილიმომთმენი და კეთილგანწყობილია იგიპაციენტებისა და ზოგადადადამიანების მიმართგანსაკუთრებით როცა საქმე ბავშვთასაავადმყოფოებსა და  ბავშვებს ეხებათ?

რა თქმა უნდა. ვერ ვიტყვი, რომ მოზრდილთა კლინიკების კადრებს ნაკლები ყურადღება ექცევათ, თუმცა როცა ბავშვთან მუშაობისთვის ირჩევ ადამიანს, უფრო მხიარული, კეთილი, თბილი და სხვა პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი გჭირდება. 100–პროცენტიანი სიზუსტითაც რომ შეასრულოს ექთანმა დანიშნულებები, თუ  შინაგანად დადებითი ემოცია არ მოდის, მხოლოდ წამალი საქმეს არ უშველის. პაციენტს რომ მოეფერები, თბილ სიტყვას ეტყვი, ხელზე ხელს მოკიდებ და მხარდაჭერას აგრძნობინებ, ეს ბევრად ეფექტურია. მექანიკურად ვერ იმუშავებ. ისე უნდა მოექცე პაციენტს, როგორც შენ გინდა მოგექცნენ, თუკი პაციენტი იქნები.

რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები?

–აუცილებლად ისევ და ისევ საექთნო სფეროს. კარიერაში არაფრის შეცვლას ვაპირებ. კარგად ვგრძნობ თავს. ზუსტად იქ ვმუშაობ, სადაც  მინდა რომ ვმუშაობდე. ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ეს დიდი ძალაა.

რას ფიქრობთ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზერამდენად  აუცილებელია ამ სფეროსწახალისება და განვითარება და რამდენად ეძლევა შესაძლებლობები ადამიანებსრომლებიც ამ გზასირჩევენ?

–სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს პროფესიულ განათლებას, რადგან რეალურად ესაა მომავალი. ჩვენ თავად დავდივართ კოლეჯებში და ვიწვევთ სტუდენტებს „ევექსის“ ტრენინგ-ცენტრში, სადაც შეუძლიათ ყველანაირი გადამზადება გაიარონ და სწავლასთან პარალელურად, პირველივე კურსზე დამწყები ექთნის პოზიციაზე დაიწყონ მუშაობა, სადაც პასუხისმგებელი ექთნის მეთვალყურეობით აკეთებს ყველაფერს. კურსი ექვს თვიანია და უფასოა. მისი წარმატებით გავლის შემდეგ კი შეუძლიათ „ევექსის“ ქსელში დასაქმდნენ. ეს შესაძლებლობა მათ აძლევთ პრაქტიკას, შემოსავალსა და ცოდნას. ძალიან დიდი შანსი აქვთ სწავლისა და დასაქმების. მთავარია, ეს უნდოდეთ. ყოველწლიურად კი რეატესტაცია ტარდება, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ მათ უკვე სხვა პოზიციაზე გადანაცვლება და კარიერულ საფეხურზე წინ წაწევა შეუძლიათ. შესაბამისად იზრდება ანაზღაურებაც.

გამოდისრომ პროფესიული განათლებით ადამიანს შეუძლია შეიქმნან კარიერა და მუდმივადვითარდებოდნენრაც მათ შემოსავალზეც აისახება

ნამდვილად ასეა. მართლაც ძალიან დიდი შანსი აქვთ. მოუთმენლად ველით „პანაცეას“ სამ სტუდენტს, რომლებიც დეკემბერში ასრულებენ სწავლას. უკვე დასაქმებულები არიან და სამივეს „ევექსი“ უხდის სწავლის ფულს. როგორც კი დიპლომს აიღებენ, დაწინაურდებიან. რა თქმა უნდა, ანაზღაურებაც მოემატებათ. მოგეხსენებათ, ყოველწლიურად „ევექსი“ „პანაცეას“ 5 სტუდენტს უხდის სწავლის გადასახადს.

დიდი ხანია დასრულდა დრო, როცა სწავლას დაასრულებდი, მაგრამ სამუშაოს ვერ შოულობდი და ნაცნობების ჩარევა გჭირდებოდა. როგორც გითხარით, იქით დავდივართ კოლეჯებში და ვეძებთ კადრებს, ყველანაირ პირობას ვუქმნით. მხოლოდ სურვილია საჭირო.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2018-11-15 08:46:06