სიახლეები

16:44 / 24 დეკ. '17
სოციალური მომსახურების სააგენტოს კონფერენცია

 საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"-ში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის 2017 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. შემაჯამებელი კონფერენციის მიზანი საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა იყო.

კონფერენციაზე მოწვეულინი იყვნენ პარტნიორი სამინისტროების,სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორი ბ-ნი ვასილ კიკნაძე და დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე ესწრებოდნენ.

© Copyright 2020 College Panacea