გალერეა
18 ოქტომბერი 2013
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაუგავპილის კოლეჯებთან.

 

მთავარი
სიახლეები
08:38 / 02 დეკ. '17
პროექტების მართვის ტრენინგი

 28-29 ნოემბერს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში, ევროკავშირის EUVEGE პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების ანალიზის საფუძველზე, ჩატარდა პროექტის ციკლის მართვის ტრენინგი კოლეჯების დირექტორებისთვის. ტრენინგის კურსს უძღვებოდა ევროკავშირის ექსპერტი/ტრენერი ბ-ნი პავლე თვალიაშვილი.
ტრენინგზე გამოყენებულ იქნა პრაქტიკული მეთოდოლოგია პროექტების წერის უნარების გასაუმჯობესებლად, კერძოდ, ევროკავშირის პროექტების ჩარჩოს ნიმუშებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი იყო სიტუაციური მოდელირება, დისკუსია, კითხვა/პასუხი, მინი ლექცია, ჯგუფური მუშაობა და სხვა. ტრენინგის მონაწილეები მცირე ჯგუფებში გაეცნენ პროექტების სასწავლო მაგალითებს და შემუშავებული მასალები გაუზიარეს ერთმანეთს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-09-09 12:36:13