გალერეა
3 ივლისი 2015
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

 

მთავარი
სიახლეები
15:06 / 21 მარ. '17
შეხვედრა პროფესიული პროგრამების კერძო განმახორციელებელებლებთან

 20 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით შედგა შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს საავტორიზაციო ან მონიტორინგის ვიზიტების დროს გამოვლენილი ტიპური ხარვეზები. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა პრაქტიკული ხასიათის რჩევები და რეკომენდაციები მიაწოდეს შეხვედის დამსწრეებს.

დაწესებულებების წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესთან დაკავშირებით. კონკრეტული დაწესებულების მაგალითზე ისინი გაეცნენ რეესტრის ბაზაში მუშაობის წესებს.

შეხვედრაზე განიხილეს ის შენიშვნებიც, რომლებიც დაწესებულებათა ვებგვერდების ანალიზის პროცესში გამოვლინდა. დაწესებულებების წარმომადგენლებს დეტალურად განემარტათ მოთხოვნები, რომლებიც ავტორიზაციის სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს გათვალისწინებული ვებგვერდთან დაკავშირებით. მათ წარედგინათიმ აუცილებელი ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც უნდა იყოს ვებზე განთავსებული.

შეხვედრაზე განსახილველი თემატიკა მოიცავდა ასევე ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების გაუმჯობესების თემას. მიწოდებული პრეზენტაციის ფარგლებში დეტალურად იყო წარმოდგენილი ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი ევროპული ჩარჩოს მოდელი და რეკომენდაციები - მისი თითოეული ეტაპის განხორციელებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დაწესებულებების წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. დამსწრეთა შეფასებით, შეხვედრა ინფორმაციული და სასარგებლო იყო. გამოითქვა სურვილი მომავალში სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებით.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-07-11 08:25:44