გალერეა
31 ოქტომბერი 2016
SES წარმომადგენლების ვიზიტი

 

მთავარი
სიახლეები
09:25 / 07 მარ. '17
შეხვედრა პროფესიული განათლების ექსპერტებთან

 2 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები პროფესიული განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა ექსპერტებისათვის 2017 წლის 22 თებერვალს დამტკიცებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის ახალი წესის გაცნობას. შეხვედრას საზოგადოებრიცი კოლეჯი პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი (განათლების ექსპერტი)  ქ-ნი დალი კალაძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ექსპერტთა კორპუსის წევრების შერჩევის პროცედურებზე, ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ექსპერტთა მუშაობის შეფასებაზე. ერთ-ერთ საკითხად განიხილეს დასკვნის შედგენისა და წარმოდგენის განახლებული პროცედურები. გარდა ამისა, ექსპერტებს ეცნობათ შესარჩევი კონკურსის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოხდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ფორმირება. 

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-11-08 11:09:07