სიახლეები

09:41 / 31 ოქტ. '16
SES წარმომადგენლების ვიზიტი

 29 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სტუმრობდნენ SES ექსპერტი და პროექტის მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში ქ-ნი ჯულიანა შულერი და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) პროექტის მენეჯერი ქ-ნი ქეთევან ქვლივიძე.

Senior Experts Service (SES) წარმოადგენს გერმანიის ინდუსტრიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის პროექტს, რომელიც გერმანელ ექსპერტებს აგზავნის სხვადასხვა კომპანიებში კონსულტირებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

© Copyright 2020 College Panacea