გალერეა
19 ივნისი 2013
პროექტების მართვის ტრეინინგი

 

მთავარი
სიახლეები
17:33 / 13 თებ. '12
მემორანდუმი „საზოგადოებრივ კოლეჯებთან“

2012 წლის 10 თებერვალს  თბილისის ხუთმა საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხის კვლევაში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში, ასევე პროფესიულ სტუდენტთა ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღებისა და მობილობის უფლების უზრუნველსაყოფად. აგრეთვე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ და ერთობლივ ძალისხმევას წარმართავენ პროფესიული განათლების შესახებ კანონმდებლობის სისტემისა და პროცედურების დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით.გამოვლენ შეთანხმებული პოზიციით.

საზოგადოებრივი კოლეჯების შეკრებაზე იმსჯელეს პროფესიულ სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების ჩათვლისა და შეფასების წესის შესახებ. განიხილეს საქართველოს ბიზნესის აკადემიის (SBA) მიერ მომზადებული დოკუმენტი, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ  რამოდენიმე დღეში წარმოადგენენ თავიანთ გამოცდილებას და მოსაზრებებს, რის შემდეგაც მოხდება საბოლოო შეთანხმება და პოზიციის ჩამოყალიბება. დოკუმენტი გაეგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სარეკომენდაციოდ.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-11-08 11:09:07