სიახლეები

11:56 / 19 მაი. '14
ბიბლიოთეკარების ტრენინგი
16-18 მაისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაციამ ჩაატარა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა ბიბლიოთეკარებისათვის. ტრენინგზე გადამზადდა ასოციაციის 21 წევრი კოლეჯის ბიბლიოთეკარი, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენელი ნათია ხინჩაგაშვილი. განიხილებოდა ბიბლიოთეკის მართვისა და ორგანიზების, საბიბლიოთეკო კლასიფიკაციის, ელექტრონული და ქაღალდის კატალოგების წარმოების, წიგნების ინვენტარიზაციის, ინტერნეტ სერვისების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საბიბლიოთეკო საქმეში არსებული სიახლეები, პროექტები და სხვა. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში. პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

© Copyright 2020 College Panacea