გალერეა
4 ივნისი 2018
ტრენინგი

 

მთავარი
სიახლეები
13:12 / 13 თებ. '14
თანამშრომლობა საქართველოს კარიტასთან

2014  წლის 12 თებერვალს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორი, ვასილ კიკნაძე,  დირექტორის მოადგილე,  მაია ჩიხლაძე და კოლეჯის სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი დალი კალაძე შეხვდნენ საქართველოს კარიტასის პროგრამების ხელმძღვანელს მაია მიქაძეს. შეხვედრის მიზანი იყო კოლეჯის სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების განხორციელება კარიტასის ბაზაზე. რაც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

სამედიცინოპრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, სამედიცინო მანიპულაციები და პროცედურები;

სარეაბილიტაციოფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მასაჟი დაკარგული უნარების აღდგენის მიზნით, ლიმფოდრენაჟი;

ფსიქო-სოციალურისაშუამავლო მისია (საბუთების გაფორმება, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა), პაციენტის და მისი ახლობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, საზოგადოებაში რეინტეგრაცია;

საგანმანათლებლო  -  ზრუნვის, თვითმოვლის და თვითდახმარების  უნარ-ჩვევების  სწავლება.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რამდენად აუცილებელი და მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექთნების, ექთნის თანაშემწეების და მასაჟის პროგრამების სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის გავლა  ბაზაზე, რომელიც აღჭურვილია  თანამედროვე თვალსაჩინოებებით, მულიაჟებით, მანეკენებით. მხარეები შეთანხმდენ თანამშრომლობის მოდელზე.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-11-08 11:09:07