სიახლეები

00:28 / 01 ოქტ. '13
ტრეინინგი "კურსდამთავრებულთა გამოკითხვა"

მიმდინარე წლის 30.09-01.10 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა პროექტის ”ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში”  ტრენინგი ”კურსდამთავრებულთა გამოკითხვა”.

პროექტის მიზანია პროფესიული განათლების სისტემის სფეროს განვითარების მხარდაჭერა საქართველოში რესურსებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სქემების გაუმჯობესების გზით, პროფესიული განათლების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინტერესებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.  პროგრამის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან პროფესიული სასწავლებელების სტუდენტები-სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომლებიც შეიძენენ სასურველ და ხარისხიან პროფესიულ კვალიფიკაციას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ დასაქმების შესაძლებლობებს. ტრენინგში საზოგადოებრივი კოლეჯ "პანაცეადან" მონაწილეობდნენ ნათია ბიწაძე და ირმა ხანიაშვილი

© Copyright 2020 College Panacea