სიახლეები

14:56 / 01 აპრ. '13
ტრენინგი– პროფესიული განათლების ხარისხის განსავითარებლად
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი „ხარისხის განვითარების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 21-22 და 26-27 მარტს სასტუმრო „ვერე პალასში“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორცილებელი დაწესებულებებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარის თემატიკა მოიცავდა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გადახედვასა და შემდგომ დახვეწას, თვითშეფასების კულტურის დამკვიდრებას. სემინარს ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა (მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას") და დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს თვითშეფასების ანგარიშების ნიმუშები, ხარისხის კრიტერიუმებისა და მტკიცებულებების მაგალითები, ხარისხის გაუმჯობესების პროცესების დაგეგმვის პრინციპები. საკითხებზე მუშაობა თანამონაწილეობითი პრონციპით შერჩეული ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება და პროფესიული განათლების სექტორისათვის თვითშეფასების სახელმძღვანელოების შემუშავებით დასრულდება.

© Copyright 2020 College Panacea