მიმდინარე წლის 4 მარტს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიული სტუდენტებისთვის და ადმინისტრაციის წევრებისთვის ჩატარდა საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგი თემაზე: „დიეტები და წონის კლება – დაფარული სიმართლე სასწორის მიღმა“.
ლექცია წარადგინა ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის სერტიფიცირებულმა ნუტრიციოლოგმა და საქართველოს ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრმა თორნიკე ენუქიძემ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პოპულარული მითების განეიტრალებას და ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. სტუდენტებმა მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე და სასარგებლო რჩევები ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.