შეხვედრაზე პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გამარჯვება ავტორებს კიდევ ერთხელ მიულოცეს და უსურვეს წარმატებები. ისაუბრეს საკვანძო კომპეტენციების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებში. ასევე ბატონი ვარდენ ნიქაბაძის ფასილიტატორობით, ავტორებმა მიიღეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია ციფრული საგანმანათლებლო კურსის სწორად და გამართულად ასაგებად.