მიმდინარე წლის 30 მაისს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში მოწვეული იყო BS Academy-ის ტრენერი, ქოუჩი და HR დიანა ფეიქრიშვილი, რომელმაც ჩაატარა პროფესიული სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ვორქშოფი თემაზე:
როგორ შევქმნათ CV და ვიყოთ ეფექტური გასაუბრებაზე. რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ CV-ის შექმნისას, როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის, ვაკანსიის მოძიების გზები, გასაუბრებაზე დასმული რთული კითხვები, ვორქშოფი მოიცავდა თეორიულ ნაწილს, წყვილებში მუშაობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სიმულაციურ გასაუბრებას.
შეხვედრის ბოლოს BS Academy-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.