მიმდინარე წლის 24 აპრილს საზოგადოებრივმა კოლეჯმა „პანაცეამ“ ერევნის მედიკო-ჰუმანიტარულ კოლეჯ „გრიგორისს“უმასპინძლა, მხარეებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.
აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის საფუძველის შექმნას, ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების ორგანიზებასა და გაცვლით პროგრამებს.
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციამ კოლეჯ გრიგორისის წარმომადგენლებს დაათვალიერებინა სასწავლო გარემო და გაუზიარა გამოცდილება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლები.