22 მარტი წყლის დაცვის საერთაშორისო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პირველი სასწავლო წლის სტუდენტებმა, მოდულის „ნივთიერებათა კლასიფიკაცია და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები“ ფარგლებში გამართეს თემატური პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მიზანი იყო უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პრეზენტაციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.