პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მიმართულებით კომიტეტში დაგეგმილ აქტივობებზე.
საბჭოს წევრებმა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.
სხდომას ესწრებოდა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორი და პარლამენტის განათლების კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვასილ კიკნაძე.