29 აპრილს, სატექნიკო ლაბორატორიაში "D&K LAB" ჩატარდა მასტერკლასი ციფრულ სტომატოლოგიაში.
მასტერკლასში მონაწილეობდნენ კბილის სატექნიკო საქმის პროფესიული პროგრამის პირველი სასწავლო წლის სტუდენტები.
დარგის სპეციალისტებმა სტუდენტებს გააცნეს თანამედროვე ციფრული სტომატოლოგიის სწავლების სპეციფიკა და პრაქტიკული მეცადინეობების პრინციპები, თანამედროვე ტექნოლოგიების და მასალების გამოყენებით სტუდენტებს დაამზადებინეს დასაშლელი კომბინირებული თაბაშირის მოდელები და ცირკონიუმის ოქსიდის კარკასები.
სტუდენტებმა განახორციელეს დენტინის და მინანქრის მასის დადება, გამოწვა და გლაზურირება.
მასტერკლასში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
მასტერკლასი ორგანიზებული იყო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით.