სიახლეები

11:38 / 16 მარ. '23
ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე

მიმდინარე წლის 14 მარტს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის  ჩატარდა ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის  მმართველი გამგეობის წევრი ალბერტ რეკვავა.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა თანამშრომლებისთვის კოლეჯში არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების, სახანძრო უსაფრთხოების  აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა.

© Copyright 2020 College Panacea