სიახლეები

12:26 / 15 ნოე. '22
“Tallinn Health Care College” საერთშორისო კვირეული
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა, მიწვეული იყო ესტონეთში, ქალაქ ტალინში, ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის, “Tallinn Health Care College” საერთშორისო კვირეულზე, რომელიც ჩატარდა მიმდინარე წლის 7—11 ნოემბერს.
კვირეულში მონაწილეობას იღებდა 12 ქვეყნის: ესპანეთის, იორდანიის, ალბანეთის, ბოსნია-ჰეცოგოვინას, სერბეთის, ლატვიის, ლიეტუას, საფრანგეთის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის და თურქეთის წარმომადგენლები. 
კვირეული დაიწყო ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის დათვალიერებით.
მონაწილეებმა დაათვალიერეს:
საექთნო განათლების კათედრა, სალექციო აუდიტორიები და სიმულაციური გარემო, მათ შორის პირველადი გადაუდებელი დახმარების პრეკლინიკური სიმულაციის დარბაზი
• ფარმაციის კათედრის კაბინეტ-ლაბორატორიები;
• კბილის ტქნიკოსის კათედრის კაბინეტ-ლაბორატორიები;
• ოკუპაციური თერაპიის სიმულაციური დარბაზი
• ბებიაქალის კათედრის სალექციო და სიმულაციური დარბაზები.
• ოფტომეტრისტის ლაბორატორია
ჩატარდა მრავალფეროვანი შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები:
• სტუდენტური კონფერენცია „სტუდენტიდან სტუდენტამდე“,
• საერთაშორისო და ინტერდისციპლინური კონფერენცია- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერება, ჯანდაცვა და კეთილდღეობა - განათლება, კვლევა და პრაქტიკა“;
• შეხვედრები საექთნო განყოფილების კოლეგებთან:
• ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმულაციური სწავლების მიმოხილვა საექთნო განათლებაში;
• სიმულაცია-- პედიატრიული ექთანი;
• ოკუპაციური თერაპიის სწავლების მიმოხილვა;
• კბილის ტექნიკოსის დღე--სტუდენტების და მასწავლებლების პრეზენტაციები, ლექციები.
მოეწყო ექსკურსიები საზღვაო მუზეუმში „Fet Margaret”და „ძველ ქალაქში“.
საერთაშორისო კვირეულის დასასრულს შედგა დასკვნითი საღამო.
პანაცეას წარმომადგენლებსა და ტალინის კოლეჯის ხელმძღვანელობის შეთანხმებით დაიგეგმა, მომავალი 2023 წლის დასაწყისში ესტონელი კოლეგების ვიზიტი საქართველოში, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში.
მომვალის იმედით დავემშვიდობეთ ჩვენს ძველ და ახლად შეძენილ მეგობრებს .
დიდი მადლობა ესტონელ კოლეგებს, მართლაც შესანიშნავი საერთაშორისო კვირისთვის!

© Copyright 2020 College Panacea