სიახლეები

11:36 / 11 მაი. '22
ფარმაცევტთა ასოციაცია
მიმდინარე წლის 11 მაისს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში გაიმართა ფარმაცია (სააფთიაქოს) პროფესიულ სტუდენტთა შეხვედრა ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელ ლევან გოგიბერიძესთან.
შეხვედრაზე, ბ-მა ლევანმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ასოციაციის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია და ისაუბრა ასოციაციის მიღწევებზე პროფესიული განათლების კუთხით.
სტუდენტებმა გამოთქვეს ასოციაციაში გაწევრიანების სურვილი, დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.
შეხვედრის ბოლოს კოლეჯის ადმინისტრაციამ და ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
 

© Copyright 2020 College Panacea