სიახლეები

06:46 / 17 მაი. '22
სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმი
მიმდინარე წლის 7 მაისს, კომპანია RADIX-ის ორგანიზებით სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა, ფორუმში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ,კბილის სატექნიკო საქმის, მეორე სასწავლო წლის სტუდენტმა თამარ შენგელაიამ, რომელმაც გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: “თანამედროვე ლაბორატორიული და კლინიკური ეტაპების სიმბიოზი”.
თამარ შენგელაიას პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების სპონსორმა იგი, როგორ კომპანიის რჩეული მონაწილე დააჯილდოვა ბრენდული სამედიცინო აპარატურით.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი პრეცედენტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე პროფესიული სასწავლებლის სტუდენტის მონაწილეობის.
საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა ულოცავს წარმატებებს თამარ შენგელაიას და მადლობას უხდის კომპანია RADIX -ს დაფასებისთვის.

 

© Copyright 2020 College Panacea