სიახლეები

08:13 / 14 აპრ. '22
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან
საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე ბიზნესლიდერქალთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრებთან ერთად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს.
ასოციაციის წევრებმა წარადგინეს მათი საქმიანობა.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ახორციელებს და გამოხატეს უკრაინის მიმართ სოლიდარობა.
ბიზნესლიდერ ქალთა ფედერაციის წევრებმა ,,ქალები მომავლისთვის“ საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო მიმართულებით გამოხატული სწორი პოზიციისათვის მადლობა გადაუხადეს.
პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, რომ ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი გახდეს ეროვნული თანხმობის ნაწილი და ამ პროცესში ბიზნესლიდერქალთა „ქალები მომავლისთვის“ ჩართულობის მნიშვნელოვას ხაზი გაუსვა.

© Copyright 2020 College Panacea