სიახლეები

06:56 / 10 დეკ. '21
სტუდენტების შეხვედრა პსპ ფარმას წამომადგენლებთან
8 დეკემბერს, პსპ ფარმას წარმომადგენლები, ონლაინ პლატფორმა zoom-ის საშუალებით, შეხვდნენ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ფარმაციის პროფესიული პროგრამის სტუდენტებს.
შეხვედრის თემა იყო სტუდენტთა პროფორიენტაცია და „სტუდენტური დასაქმების პროგრამა“.
შეხვედრის ფარგლებში, პსპ ფარმას წარმომადგენლებმა ფარმაციის პროფესიული პროგრამის სტუდენტებს გააცნეს მათი საქმიანობა და შესთავაზეს მათთან დასაქმება.
აღსანიშნავია, რომ პსპ ფარმა-ს და საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას საკმაოდ დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ, რაც
ითვალისწინებს პროფესიულ პრაქტიკას, სტუდენტების დასაქმებას და სტაჟირებას.

 

© Copyright 2020 College Panacea