სიახლეები

09:00 / 13 ივლ. '21
ღონისძიება- ჩვენ ერთად ვართ
10 ივლისს, საზოგადოებრივმა კოლეჯმა „პანაცეამ“ და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“ ჩაატარა ერთობლივი ღონისძიება სახელწოდებით: „ჩვენ ერთად ვართ“
„პანაცეას“ ახლადშექმნილმა ბენდმა სახელწოდებით “The Pangels” შეასრულა ლეგენდარული ბრიტანული გუნდის „ბითლზების“ რეპერტუარიდან სიმღერები. ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა სურმავამ ისაუბრა ბენდის შექმნის ისტორიაზე და დამსწრე საზოგადოებას პანაცეას უნიჭიერესი სტუდენტებისგან შემდგარი ბენდი წარუდგინა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებმა, რომლებმაც ასევე წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება და საზოგადოებას დაანახეს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და ის, რომ მათი შესაძლებლობები მართლაც განუსაზღვრელია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ სტუდენტები, პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ასევე მთაწმინდის პარკში მოსული უცხოელი სტუმრები, რომლებიც აღფრთოვანებული დარჩნენ შშმ პირების ნიჭერებით და ბენდის “The Pangels” მიერ შესრულებული სიმღერებით.
„პანაცეას“ სტუდენტებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ექთნის ფიცი სახელწოდებით - „პანაცეას ფიცი“, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ავერსი ფარმა - Aversi Pharma მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“.

 

© Copyright 2020 College Panacea