20 ივნისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა „პროფესიულ მასწავლებელთა მე-3 ეროვნული კონფერენცია“ თემაზე: „ინოვაციური სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში“. კონფერენციის მიზანი გახლდათ პროფესიულ განათლებაში სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდების დანერგვა-განვითარება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
კონფერეციაში მონაწილეობდა საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიული მასწავლებელი ნინო გულუა.
მადლობას ვუხდით კონფერენციის ორგანიზატორებს მეტად მნიშვნელოვანი და საუკეთესოდ ორგანიზებული ღონისძიების ჩატარებისთვის.