17:47 / 09 ივნ. '21 დარგობრივი საბჭოს სხდომა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჯანდაცვის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს "საექთნო განათლების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ცვლილების საკითხი, რომელიც ცენტრში გარე ინიცირებით იქნა წარმოდგენილი. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინიციატორის არგუმენტაცია და დასაბუთება ცვლილებების საჭიროების შესახებ, პრეზენტაცია ცვლილებების განხორციელების შესახებ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ქალბატონმა დალი კალაძემ. დარგობრივი საბჭოს წევრებმა დეტალურად იმსჯელეს თითოეულ ინიციატივაზე, გაეცნენ დაინტერესებული მხარეებისგან ცენტრში წარმოდგენილ მოსაზრებებს. სხდომას ასევე ესწრებოდნენ "საექთნო განათლების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვის პროცესში. საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა "საექთნო განათლების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
|