2019 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა თანამშრომლობს გერმანელ პარტნიორ ორგანიზაციასთან - DG Consult GmbH.
თანამშრომლობის ფარგლებში საექთნო საქმის პროგრამის დამამთავრებელი წლის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და მოქმედ ექთნებს მიეცათ საშუალება გერმანიის წამყვან კლინიკებში სამუშაო გამოცდილება მიიღონ. მეორე ნაკადისთვის შეირჩა 5 ექთანი, რომლებმაც ყველა მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით გაიარეს, ჰქონდათ გასაუბრება გერმანელ დამსაქმებლებთან და უკვე ემზადებიან გერმანიაში გასამგზავრებლად. ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის სრული დაფინანსებით ხდება.
მადლობა თითოეულ თქვენგანს დაუღალავი შრომისთვისა და გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის.