სიახლეები

08:41 / 12 მარ. '21
მასტერკლასი თემაზე: "ერთი ჯადოსნური წერტილით ერთი სიმპტომის მკურნალობა"
საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა” ტრეინინგ ცენტრის ბაზაზე აგრძელებს უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობას პარტნიორ ორგანიზაცია -თან ერთად.
„საქართველოს პროფესიონალური მასაჟის" ასოციაციამ ჩაატარა მასტერ კლასი თემაზე: "ერთი ჯადოსნური წერტილით ერთი სიმპტომის მკურნალობა", რომელსაც ესწრებოდნენ პანაცეას წარმომადგენლები და სხვადასხვა სამედიცინო კლინიკების სამედიცინო პერსონალი (30 მსმენელი). მასტერ-კლასს უძღვებოდა ორგანიზაციის პრეზიდენტი რუსუდან მერმანიშვილი, ასოციაციის დამფუძნებლები ხათუნა ურუშაძე და ლია ავალიანი. მასტერკლასის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას „პროფესიონალური მასაჟის" ასოციაციას ძალზედ საინტერესო მასტერ კლასის ჩატარებისთვის და აგრძელებს უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობას.

 

© Copyright 2020 College Panacea