17 ივლისს HR პროფესიონალთა ასოციაცია | HRPA • Georgia-ს და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით სკკა-ს წევრი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გაიმართა ონლაინ მასტერკლასი ავტორიზაციის მეოთხე სტანდარტთან დაკავშირებით, რომლის ძირითადი ნაწილი HR კომპონენტს მოიცავდა.
შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მასტერკლასს უძღვებოდნენ HRPA • Georgia-ს პრეზიდენტი და წევრები:
სერგო ნოზაძე
ლელა სალაყაია
ნინო ჯინჯოლავა
ხათუნა ჩხაიძე
სალომე ერაგია
მასტერკლასზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა:
-
პერსონალის დაგეგმვა
-
პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა
-
პერსონალის სამუშაოს აღწერილობების შემუშავება
-
პერსონალის შერჩევა
-
პერსონალის დანიშვნა/აყვანა
-
პერსონალის შეფასება პერსონალის სტიმულირება
-
პერსონალის განვითარება
ღონისძიების მხარდამჭერი იყო ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი -ICDC, რომელიც აქტიურად განაგრძობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების მიმართულებით საქიანობას.