13 ნოემბერს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა, იოსებ ბზიშვილმა, პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარა ტრენინგი უსაფრთხოების ზოგადი წესებისა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების შესახებ; სტუდენტებს ასევე გააცნო ინფორმაცია ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კოლეჯში მოქმედი რეგულაციების/ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა, სტუდენტების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.