სიახლეები

10:34 / 01 ოქტ. '20
ისრაელის კონსულის ვიზიტი

საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სტუმრად ეწვია ისრაელის კონსული საქართველოში სმადარ ცემახ-რაცაბი. სტუმარმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, შეხვდა  კოლეჯის დირექტორს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.  შეხვედრაზე ისაუბრეს  საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე.

კონსულმა  განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა დაწესებულებაში საექთნო საქმის პროგრამის განხორციელების პროცესის მიმართ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის საკონსულოს  თანამშრომელი ირმა ზურაბაშვილი და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნინო ხითარიშვილი.

ვიზიტის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა სამომავლო  თანამშრომლობის შესახებ.

 

© Copyright 2020 College Panacea